ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმ მატისი ფილიპინებში გაემგზავრა


ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი აზიაში გაემგზავრა. მისი ოფიციალური ვიზიტი დღეს ფილიპინებში დაიწყება, სადაც ის ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შეხვდება. მატისი ამბობს, რომ აზიელ მოკავშირეებთან ისაუბრებს იმ კრიზისის შესახებ, რომელსაც ფხენიანის "მოუსვენარი პროვოკაციები" იწვევს.

მატისი აზიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა ტაილანდსა და სამხრეთ კორეასაც. რამდენიმე კვირის შემდეგ აზიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუმცა მანამადე მატისი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ სხვა პარტნიორებთანაც - იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG