ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის პროტესტი


ირანი ნახევრად გასამხედროებული ოპოზიციური ჯგუფის ტერორისტთა სიიდან ამოშლას ეხმაურება

თეირანი აპროტესტებს აშშ-ის მიერ ირანის ნახევრად გასამხედროებული ოპოზიციური ჯგუფის ტერორისტთა სიიდან ამოშლას.

ირანული ჯგუფი - „მუჯაჰედინ-ე ხალქი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს ამოიღო. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დაუყონებლივ შევიდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება გამყარებულია აშშ-ის კანონმდებლობით. მხედველობაში მიღებულია, ასევე, „მუჯაჰედინ-ე ხალქის" მიერ ძალადობის საჯარო დაგმობა და ათ წელზე მეტი დროის მანძილზე მის სახელთან დაკავშირებული ძალადობის არ არსებობა.

თეირანი კი, აღნიშნულ ჯგუფს ათასობით მშვიდობიანი ირანელი მოქალაქის მკვლელობაში სდებს ბრალს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG