ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეხვედრას ნაყოფიერად მიიჩნევენ


ამერიკისა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლები მხარეებს შორის ვენაში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერად მიიჩნევენ. განხილვის მთავარი საგანი ირანის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით 2015 წელს მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც მოგვიანებით ამერიკამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ დაგეგმილა პირდაპირი, უშუალო მოლაპარაკებები ამ საკითხზე, თუმცა შეერთებული შტატები მზადაა დიპლომატიისთვის.

მისივე თქმით, შეხვედრები ვენაში "პოტენციურად სასარგებლო ნაბიჯია, რადგან ჩვენ გვსურს დავადგინოთ, რისთვის არიან ისინი მზად რათა დუაბრუნდნენ შეთანხმების პირობების შესრულებას, რომლითაც შეზღუდულია ირანის ბირთვული პროგრამა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ".

ამერიკამ შეთანხმება 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ირანი გამუდმებით არღვევდა შეთანხმებას, ამ დოკუმენტის მიხედვით კი მის წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებდა. ირანმა კი ურანის გამდიდრება დაჩქარებული ტემპით განაგრძო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG