ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოელმა დიპლომატმა ამერიკა დატოვა


დელიმ შეერთებულ შტატებს ამერიკის საელჩოს დიპლომატის გაწვევა მოსთხოვა

ინდოეთმა შეერთებულ შტატებს დელიში ამერიკის საელჩოს დიპლომატის გაწვევა მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში ინდოეთის საელჩოს ერთერთი დიპლომატი ვიზასთან დაკავშირებული თაღლითობის გამო დააკავეს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დევიანი ხობრაგადე დაკავების გამო შეერთებულ შტატებს იმავე რანგის დიპლომატის გაწვევა მოსთხოვა.

ხობრაგადე ინდოეთში პარასკევს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც დელიმ ვაშინგტონს მისი დიპლომატიური იმუნიტეტის გაუქმებაზე უარი უთხრა.

ხობრაგადე ნიუ იორკში სავიზო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ინდოეთიდან ჩამოყვანილი ასისტენტის ხელფასს ეხებოდა.

ხუთშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააკმაყოფილა ინდოეთის მოთხოვნა ხობრაგადე აკრედიტაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მას იმუნიტეტი შეუნარჩუნდა.
XS
SM
MD
LG