ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში მე-19 საუკუნეში მიღებულ კანონი რჩება


კანონის, თანახმად ჰომოსექსუალური ურთიერთობები კრიმინალურ დანაშაულად ითვლება

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მე-19 საუკუნეში მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები კრიმინალურ დანაშაულად ითვლება.

უზენაესი სასამართლოს განაწყვეტილებით, 2009 წელს ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ კანონის გაუქმების შესახებ არაკონსტიტუციური იყო იმის გამო, რომ კანონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა სასამართლომ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინდოეთში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველების წინააღმდეგ ძლიერი დარტყმა იყო, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG