ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე


ანგარიში, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას ასახავს, საშიშ ჰომოფობიურ ტენდენციებს ავლენს.

ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას ასახავს და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ემთხვევა, ევროპელი 93 000 ლგბტ დაიკითხა.

მათ ორ მესამედს ეშინია საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი და ისინი ამბობენ, რომ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციას გრძნობენ. მათი განცხადებით დისკრიმინაცია, რომელიც სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზეა დაფუძნებული, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული.

სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მალავენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. გამოკითხულთა ერთი მეოთხედი ამბობს, რომ მათზე თავდასხმა განხორციელდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ან რომ მათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი თავდასხმები აშინებდათ. გამოკითხულთა ერთი მეხუთედი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ სამსახურებში ან სამსახურის ძებნის პროცესში დისკრიმინაციას აქვს ადგილი.

ანგარიშში დაფიქსირებული ტენდენციების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
დოკუმენტში, სადაც ევროპაში აშკარა ჰომოფობიურ ტენდენციებზეა საუბარი, ევროპელი ლიდერები შემაშფოთებელ ნიშნებს ხედავენ რეგიონისთვის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვით ამაყობს.
XS
SM
MD
LG