ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება თბილისში


თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩაიშალა

თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
აქცია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების აქტივობით მობილიზებულმა დემონსტრანტებმა ანტი-ჰომოფობიური აქციის მონაწილეების დაგეგმილ ადგილას პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმილი აქციის ადგილის შეცვლა მოუხდათ.
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, 17 მაისს მოქალაქეთა „გარკვეულ ჯგუფს არ მიეცა საშუალება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენების, და რომ პოლიციამ რეალურად ვერ უზრუნველყო ამ ადამიანებისთვის სამშვიდობო აქციის ჩატარების პირობები.“
როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა რადიო თავისუფლების პირდაპირ ვიდეოტრანსლაციაში განაცხადა, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე ფაქტი. დაშავებულია 17 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
XS
SM
MD
LG