ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ამერიკული გემი დააკავეს


ეკიპაჟის 33 წევრს შორის დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან

სამხრეთ ინდოეთში მდებარე ტუტიკორინის პორტში შეერთებული შტატების მფლობელობაში მყოფი გემი დააკავეს. დაპატიმრებულია ეკიპაჟის 33 წევრი, რომელთაც ბრალად ინდოეთის წყლებში იარაღის და ამუნიციის სათანადო დოკუმენტაციის გარეშე გადატანა ბრალდებათ.

სიერა ლეონეს დროშის მქონე ამერიკული გემი კომპანია „ადვანფორტს“ ეკუთვნის, რომელიც შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ უსაფრთხოების ფირმას წარმოადგენს. ეკიპაჟის წევრებს შორის დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან.
XS
SM
MD
LG