ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მილიონამდე ევაკუირებული ადამიანი უკან დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ციკლონი პაილინი ბოლო 14 წლის მანძილზე უძლიერესი იყო.
ქარის სიჩქარე შაბათს საღამოს საათში 200 კილომეტრს აღემატებოდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით 17-ს აღწევს, თუმცა მსხვერპლის ზრდა ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ციკლონისგან მიყენებული ზარალი წინასწარი მონაცემებით, ას მილიონ დოლარს აღემატება. რეგიონში განადგურებულია ნათესები, გამორთულია ელექტროენერგია და შეზღუდულია კომუნიკაცია.