ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო რეფორმის პროექტი


კანონმდებელთა სამუშაო ჯგუფი 11 მილიონამდე არალეგალურ იმიგრანტს ქვეყნის მოქალაქეობის 13-წლიან პროცესს სთავაზობს

შეერთებული შტატების სენატმა განსახილველად ორპარტიული საემიგრაციო კანონპროექტი წარმოადგინა. სენატორ ჩაკ შუმერის მიერ შექმნილი 844-გვერდიანი დოკუმენტი ამერიკაში არალეგალურად მყოფ 11 მილიონამდე იმიგრანტს ქვეყნის მოქალაქეობის 13-წლიან პროცესს სთავაზობს. კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრების და სავიზო რეჟიმის შეცვლის ზომებსაც მოიცავს.

სენატის კონსერვატორები და ლიბერალები კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებდნენ. ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ ორივე პარტიის კრიტიკა გაითვალისწინეს და საბოლოო ვარიანტში შესაბამისი შესწორებები შეიტანეს. დემოკრატი სენატორი შუმერი და რესპუბლიკელი მაკეინი პრეზიდენტ ობამას წუხელ დღის ბოლოს შეხვდნენ და მას კანონპროექტის შესახებ ესაუბრნენ. პრეზიდენტი სენატს მის გადაუდებელ განხილვას სთხოვს.
XS
SM
MD
LG