ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მასშტაბური საემიგრაციო რეფორმა იწყება


.
.

საემიგრაციო საკითხთა აქტივისტები სენატზე ზეწოლას აგრძელებენ იმისათვის რომ საემიგრაციო კანონი მალე მიიღონ

საემიგრაციო უფლებების დამცველები, სამოქალაქო უფლებების დამცველები და ახალგაზრდა ემიგრანტთა ჯგუფების ლიდერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის წინ იმისთვის შეიკრიბნენ რომ, კონგრესისთვის ხმა მიეწვდინათ, ისინი მზად არიან სრულყოფილი საემიგრაციო რეფორმისთვის. აქტივისტები როგორც რვიანის ჯგუფი ისე შეიკრიბნენ. სენატორებს, რომლებიც საემიგრაციო რეფორმაზე მუშაობენ, მოიხსენიებენ როგორც „ რვიანის ბრიგადას“. მოსალოდნელია, რომ საემიგრაციო რეფორმის კანონის წარმოდგენა და გაცნობა უახლოეს სამშაბათამდე არ მოხდება.

თეთრი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ემიგრანტთა ჯგუფი რომელთა მაისურებს აწერია“ ჩვენ მზად ვართ“, კაპიტოლიუმის წინ შეიკრიბა, ვიდრე კანონმდებლების კარზე მათ დასაშლელად დააკაკუნებენ, მოითხოვენ ყოვლისმომცველ საემიგრაციო კანონმდებლობას რომელმაც, შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრებ 11 მილიონზე მეტ ემიგრანტს ლეგალური სტატუსი უნდა მიანიჭოს და გაუხსნას გზა ამერიკის მოქალაქეობისთვის. დემოკრატიული პარტიის პალატის თავმჯდომარე კალიფორნიიდან ჰავიერ ბესსერა ამბობს რომ საემიგრაციო რეფორმისთვის ის დიდი ხანია მზად იყო.

ჰავიერ ბესსერა: სრულიად გულწრფელად,ამისათვის დაბადებიდან მზად ვიყავი, რადგან თავადაც ემიგრანტების შვილი ვარ. მამა ემიგრანტია ,რომელმაც მხოლოდ ექვსი წელი ისწავლა სკოლაში, დედაც მექსიკის ქალაქიდან გვადალახარა, ხალისკოდან 18 წლის ასაკში ჩამოვიდა და მამაზე დაქორწინდა. ასე რომ მზად ვიყავი - ამბობს ჰავიერ ბესსერა.

პირველკურსელი, აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის კონგრესმენი სტივენ ჰორსფორდი დემოკრატი ნევადას შტატიდან ამბობს რომ ახლა დროა, რომ სახელმწიფო მოხელეებმა თავიანთი სამუშაო შეასრულონ.

სტივ ჰორსფორდი: საემიგრაციო რეფორმა ნიშნავს ჩვენი დროის სამოქალაქო და ადამიანის უფლებების პრობლემის მოგვარებას. სისტემა გატეხილია, და ვიდრე რაღაცას ვაკეთებთ , ემიგრანტები იძულების წესით გააგრძელებენ ცხოვრებას იატაკქვეშ, ოჯახები ისევ დაიშლება და ქვეყანა ისევ გაწვალდება.

თუმცა ყველა კანონმდებელი არ ეთანხმება მოსაზრებას რომ საემიგრაციო რეფორმა მოიცავს ამერიკის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას. ეი-ბი-სი ნიუსის გადაცემაში „ ეს კვირა“ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეფ სეშენმა ალაბამას შტატიდან, ისაუბრა იმაზე რაც საემიგრაციო კანონში არის წარმოდგენილი. მისი განცხადებით, რეფორმა დაბალ-ანაზღაურებადი ამერიკელებისთვის მტკივნეული იქნება.

ჯეფ სეშენი: დამუშავებული კანონმდებლობა, როგორც გამოიყურება, საბოლოო ვარიანტამდე ერთი კვირით ადრე , იძლევა ამნისტიის საშუალებას, ხდება ყველას ლეგალიზება ვინც ახლა აქ იმყოფება, და შემდეგ არის დაპირება მომავალში ძალდატანების შესახებ.

ეგრეთ წოდებული ბანდა შემდგარი რვა სენატორისგან რომლებიც, საემიგრაციო რეფორმაზე მუშაობენ, შედგება ოთხი რესპუბლიკელისგან, მათ შორის არის სენატორი ფლორიდიდან მარკო რუბიო. რუბიომ ძალიან მოიწონა კანონმდებლობა, რომელიც თუ დაამტკიცა სენატმა და შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ, იქნება ყველაზე შორსმიმავალი კაპიტალური რეფორმა საემიგრაციო კანონმდებლობაში უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე.

კონგრესმენი ბესსერა ამბობს რომ, მას სჯერა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის ჯონ ბოენერის, რომ მას სურს საემიგრაციო რეფორმა წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცოს თუკი მანამდე იქნება სენატის თანხმობაც. თუმცა ამბობს იმასაც რომ, საემიგრაციო აქტივისტებმა უნდა გააგრძელონ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრთა კარებზე კაკუნი რომ რეფორმისადმი თავიანთი მხარდაჭერა მოიგონ.
XS
SM
MD
LG