ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სენატს წინ დაძაბული კვირა ელოდება


ამ კვირაში სენატი ორ საკვანძო თემას, საემიგრაციო რეფორმას და იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრების საკითხებს განიხილავს

ორი ყველაზე რთული თემა ამერიკისთვის - საემიგრაციო კანონი და იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრება მიმდინარე კვირას სენატის მთავარი განსახილველი საკითხები იქნება. ორივე საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო მუშაობის პერსპექტივის თვალსაზრისით იშვიათი ორპარტიული ინტერესთა თანხვედრა მოხდა.

რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორებს შორის მრავალთვიანი დებატების შემდეგ საემიგრაციო რეფორმაზე როგორც ჩანს შეთანხმება მიღწეულია და უკვე ამ კვირაში ერთობლივ დოკუმენტსაც წარმოადგენენ. ცნობილია რომ, კანონ-პროექტის მიხედვით გამკაცრებულია ამერიკის მოქალაქეობისთვის საჭირო მოთხოვნები, რაც შეერთებული შტატების საზღვრის უსაფრთხოების საკითხით არის გამოწვეული.

გასულ კვირას ვაშინგტონში და ლოს- ანჯელესში საემიგრაციო კანონის მიღების მოთხოვნის გამო დემონსტრაციები გაიმართა.

ჩვენ ეს კანონი ახლავე გვჭირდება, ამბობს აქციის მონაწილე. 11 მილიონი ადამიანი შეერთებულ შტატებში იატაკქვეშ მუშაობს, ეს არაადამიანობაა.

რეფორმის მოწინააღმდეგეებს სურთ რომ კანონის შეცვლამდე შეერთებული შტატების საზღვრები გაამკაცრონ. მარკ კრიკორიანი საემიგრაციო საკითხების ცენტრის წარმომადგენელია.

ერიკ კრიკორიანი: ამ დავის დაწყებამდე უნდა შექმნილიყო სამართლებრივი საშუალებები, და მათ რამდენიმე წელი მუშაობის უფლება ჰქონოდათ.

მეორე საკვანძო საკითხი რომელზეც სენატმა გასულ კვირას კენჭისყრა გამართა, იარაღის ტარების უფლების გამკაცრებას ეხება.

კანონი შეიცავს ორპარტიულ შეთავაზებას რომ, მოხდეს ცეცხლსასროლი იარაღის მყიდველის წარსულის უფრო ღრმად შემოწმება ვიდრე იარაღის მფლობელი გახდება.

დემოკრატი სენატორი ჯონ მენჩინი : არის შეთანხმება რესპუბლიკელებთან, იმასთან დაკავშირებით რომ გამოიყენონ პრევენციული საშუალებები სულიერად დაავადებულებისთვის და შეურაცხადებისთვის იარაღის მიყიდვის დროს რათა მათ მიერ მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება არ მოხდეს.

ამ საკითხის განხილვა კონექტიკუტის სკოლაში მომხდარი თავდასხმიდან ოთხი თვის შემდეგ გაიმართა. შაბათს, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მშობელმა ბარაკ ობამას მიმართა.

დაგვეხმარეთ, რომ რაიმე მოვიმოქმედოთ მანამდე ვიდრე ჩვენი ტრაგედია თქვენი გახდება.

თუმცა კანონმდებლების ნაწილს არ სჯერა რომ საზოგადოების უსაფრთხოებას იარაღის შეძენაზე კონტროლის გამკაცრება შეუწყობს ხელს. მათ შორისაა რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლიი.

სენატორი მაიკ ლიი: ამ ფუნდამენტალური უფლების თაობაზე ნებისმიერი შეზღუდვა ადამიანს უფრო დამოკიდებულს ხდის მთვარობაზე და აღარ აქვს თავის დაცვის საშუალება. ხელისუფლება ვერ იქნება ყველგან ნებისმიერ დროს, ასე რომ პრაქტიკულად პირადი უფლებების შეზღუდვა ნაკლებ უსაფრთხოებას ნიშნავს.

დემოკრატი სენატორი კრის მარფი სხვაგვარად ფიქრობს.

სენატორი კრის მარფი: დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იარაღის ქონას ნებისმიერ დორს როცა მოისურვებ. თავისუფლება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ დისკრიმინაციული ძალადობისგან გქონდეს უფლება რომ იყო თავისუფალი.

გამოკითხვების მიხედვით ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა საემიგრაციო რეფორმის მიღების და იარაღზე კონტროლის გამკაცრების მომხრეა.
XS
SM
MD
LG