ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაციამ ათასობით იმიგრანტი ბავშვი მშობლებს ჩამოაცილა


შეერთებული შტატების სამთავრობო გამომძიებლები აცხადებენ, რომ შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ „ათასობით“ იმაზე მეტი უკანონო იმიგრანტების შვილები დააცილა მშობლებს და ცალკე მოათავსა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის დასკვნაში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ჩატარებული არასრულყოფილი აღრიცხვის გამო, ბავშვების მშობლებისგან განცალკევების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გასულ წელს, სასამართლოს განჩინების შედეგად, 2 737 ბავშვი განაცალკევეს მშობლებისგან ან მეურვეებისგან, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკანონოდ შემოვიდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს რიცხვი არ მოიცავს „ათასობით ბავშვს“ რომელიც შესაძლოა მანამდე, 2017 წელს დაწყებული მოზღვავების დროს, სასამართლოს მიერ აღრიცხვის მოთხოვნამდე განაცალკევეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG