ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ რაიანი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა

რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ რაიანი ამბობს, რომ წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც ბოლო დროს თვალი უფრო წარსულზე ეჭირა, ახლა გაერთიანდება და დაწინაურდება.

დღეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ რაიანი აირჩიეს. 45 წლის ვისკონსინის შტატის კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატაში პირველად 28 წლის ასაკში აირჩიეს. ის კონგრესის რიგით 54-ე სპიკერია.

მედიასთან გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ის ჟურნალისტებს შეერთებული შტატების კონგრესის ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის დაკავების თობაზე ესაუბრა. პოლ რაიანი ამბობს, რომ წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც ბოლო დროს თვალი უფრო წარსულზე ეჭირა, ახლა გაერთიანდება და დაწინაურდება. „ჩვენმა პარტიამ საკუთარი ხედვა დაკარგა და ჩვენ მას ჩავანაცვლებთ“ - აცხადებს კონგრესმენი.

XS
SM
MD
LG