კონგრესის ლიდერები და თეთრი სახლის წარმომადგენლები სამთავრობო ხარჯების გეგმის სამუშაო ვარიანტზე შეთანხმდნენ, რაც ობამას ადმინისტრაციასა და კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებს შორის უთანხმოების თემა იყო.
გეგმის თანახმად მთლიანად ფინანსდება ფედერალური მთავრობა, იზრდება სამხედრო და საშინაო პროგრამების ბიუჯეტი და დამატებით 16 მილიარდი დოლარი გამოიყოფა პენტაგონის უცხოეთის ოპერაციებისთვის.
გეგმა ჯერ კონგრესმა უნდა დაამტკოცოს და მას ხელი პრეზიდენტმა ობამამ 3 ნოემბრამდე უნდა მოაწეროს.