ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ტექნოლოგიურ გიგანტებზე ზეწოლას აძლიერებს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა წევრებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც მიმართულია პროგრამული უზრუნველყოფის მძლავრი მაღაზიების წინააღმდეგ, რომლებსაც ისეთი კომპანიები მართავენ, როგორიცაა “ეფლი” და გუგლი”.

ეს კანონპროექტი იმ ღონისძიების კომპანიონია, რომელიც ამ კვირაში ორივე პარტიის წარმომადგენელმა სამმა სენატორმა წარმოადგინა და შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის დიდ მაღაზიებს აუკრძალოს პროგრამების მომწოდებლებს ალტერნატიული მაღაზიების და გადახდის სისტემები მოსთხოვონ.

კონგრესმენმა კენ ბაკმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიტრესტულ პანელზე უმაღლესი რანგის რესპუბლიკელია, ეს ინიციატივა დემოკრატ კონგრესმენ ჰენკ ჯონსონთან ერტად წარმოადგინა.

ელექტრონული ფოსტით გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაკმა თქვა: “ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ისეთი კომპანიებს, როგორიცაა “გუგლი” და “ეფლი”, პროგრამების შემმუშავებლებზე მახრჩობელა მარყუჟი ჰქონდათ შემოჭერილი და ეს მონოპოლისტები აიძულებდნენ მათი ნებისმიერი პირობები მიეღოთ, რათა ისინი საკუთარ მომხმარებლებს დაკავშირებოდნენ.”

ბაკის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს, მომხმარებლებმა მობილური პროგრამების მაღაზიებში დაახლოებით 33 მილიარდი დოლარი დახარჯეს და 13.4 მილიარდი პროგრამა ჩამოტვირთეს.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ივნისში ექვსი ანტიტრესტული ინიციატივა მიიღო, რომელთა უმეტესობა ტექნოლოგიური გიგანტების, “გუგლის”, “ამაზონის”, “ეფლის” და “ფეისბუქის” დანაწევრებას ისახავს მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG