ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უძრავი ქონება გაძვირდა


უძრავ ქონებაზე ფასი 20 დიდ ქალაქში 9 პროცენტით გაიზარდა

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, უძრავ ქონებაზე ფასი აშშ-ის 20 უმსხვილეს ქალაქში 9%-ით გაიზარდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები თვლიან, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მსგავსმა პოზიტიურმა ძვრებმა მომხმარებელთა თავდაჯერებულობა გაზარდა.
აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსიდან მეხეთე წლისთავზე, ამერიკელები მზად არიან შენაძენის გასაკეთებლად. ყიდვის პროცესში მყოფი სახლების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ბანკის მიერ გადაუხდელობის გამო დაყადაღებული უძრავი ქონების რაოდენობამ იკლო. ამასთან, გასაყიდი სახლების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.
XS
SM
MD
LG