ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოზიტიური ძვრები აშშ-ის ეკონომიკაში


გასულ კვირას სოციალური დახმარება 320 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც 10 000-ით ნაკლებია გასულ კვირასთან შედარებით

აშშ-ის ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. სოციალური დახმარების მოთხოვნებმა უკანასკნელი მონაცემებით იკლო, ხოლო საფონდო ბირჟაზე დოუ ჯონსის ინდექსმა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.
უკვე ზედიზედ მე-10 დღეა დოუ ჯონსის ინდექსის მატება ფიქსირდება, კერძოდ 84 ერთეულით. მსგავსი შემთხვევა 1996 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ამასთან სოციალური დახმარების მთხოვნელთა რიცხვმაც იკლო და ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებლით აღინიშნა. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის განცხადებით, გასულ კვირას სოციალური დახმარება 320 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც 10 000-ით ნაკლებია გასულ კვირასთან შედარებით.
XS
SM
MD
LG