ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიუჯეტის სეკვესტრი


ანალიტიკოსების და სავალუტო ფონდის მოლოდინები

შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო შეკვეცები დაიწყო. ზოგიერთმა სამთავრობო უწყებამ უკვე შეაჩერა ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი. ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში სამუშაო საათების შემცირებას 40 ათასზე მეტი მოხელე ელოდება.
„ეს ნიშნავს, რომ მე დავაგვიანებ სახლის ფულის გადახდას, ვეღარ ვიყიდი საკმარის სურსათს. საწვავზე ფასების ზრდა კი გამანადგურებელი იქნება,“ - ამბობს ავიაციის ადმინისტრაციის თანამშრომელი გარი პერუსი.
იგივე ვითარებაა საბაჟოსა და საზღვრის დაცვის სამსახურებში. ასევე, სოციალურ შეღავათებს კარგავენ დაბალშემოსავლიანი ოჯახები და გრძელვადიანი უმუშევრები. შემოსავლების შემცირებას ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკის განვითარებაზე, რომელიც ისედაც ნელი ტემპით ხორციელდება.
„თუკი ფულს არც ბიზნესი დახარჯავს და არც მომხმარებელი, თუ არ მივეხმარებით ვაჭრობას, სამტავრობო დანახარჯების შემცირება ძალიან მტკივნეული იქნება,“ - ამბობს ბიუჯეტის საკითხების ექსპერტი სკოტ კოლენდერი.
არსებული შეფასებებით ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საერთო ეროვნული პროდუქტის შემცირებაც გამოიწვიოს. ეს კი საკმარისია, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამერიკის ეკონომიკური ზრდის წინა შეფასებებს გადახედოს.
„ეს დამოკიდებულია, თუ რა მასშტაბით განხორციელდება სეკვესტრი. ამას კი გლობალურ ეკონომიკაზე ექნება გავლენა,“ - ამბობს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი უილიამ მურეი.
ანალიტიკოსების თქმით, დანახარჯების შემცირება შეერთებულ შტატებში საიმპორტო საქონლის შემცირებასაც გამოიწვევს. როგორც ეკონომისტი ჩარლზ კონიგსბერგი ამბობს, რომ ყველაზე გამაწბილებელი ის არის, რომ კრიზისის არიდება შესაძლებელი იყო.
„ვფიქრობ, ამ ვითარებაში ყველა წაგებულია“- ამბობს ეკონომისტი.
სეკვესტრი მაშინ განხორციელდა, როდესაც ეკონომიკას პროგრესის ნიშნები დაეტყო. ამის მიუხედავად პრეზიდენეტი აცხადებს, რომ კონგრესთან მოლაპარაკებას გააგრძელებს.
„თუკი ერთი კვირის, ან ერთი თვის ან სამი თვის შემდეგაც კი კონგრესი ჩამოყალიბდება, ძალიან დიდი სივრცე რჩება რათა ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
XS
SM
MD
LG