ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დადებითი ძვრები აშშ-ის შრომის ბაზარზე


შეერთებულ შტატებში გასულ თვეს 230 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

აშშ-ის შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი დადებითი ძვრებია. გასულ თვეს 230 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობის მაჩვენებელმა კი 7,7 %-მდე დაიკლო, რაც უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი შედეგია.
მთავრობისთვის მოულოდნელი მსგავსი ანგარიში იმის ნიშანია, რომ ამერიკის დუნე ეკონომიკამ, რომელიც ამავე დროს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკას წარმოადგენს, სწრაფი წინსვლა დაიწყო.
ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ბანკის, "ველს ფარგოს" ეკონომისტის მარკ ვიტნერის განცხადებით, ანგარიშში დასახელებული ციფრები არსებითი გაუმჯობესების ნიშანია.


XS
SM
MD
LG