ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნუნესი რუსეთზე მიმდინარე გამოძიებას არ ჩამოცილდება


დევინ ნუნესი
დევინ ნუნესი

ორშაბათს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ დევინ ნუნესმა თქვა, რომ გახმაურებულ გამოძიებას არ ჩამოცილდება. დემოკრატი კანონმდებლები თვლიან, რომ ის არ უნდა მონაწილეობდეს გამოძიებაში, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევას უკავშირდება.

სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს ნუნესის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენებისკენ მოუწოდებს. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი კი სპიკერს სთხოვს, ის რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას მაინც ჩამოაცილოს. პელოსის თქმით, ნუნესი არ ცდილობს სიმართლის დადგენას, არამედ იქცევა ისეთი “ადამიანივით, რომელსაც პრეზიდენტის და თავისი პარტიისთვის ხელის დაფარება სურს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG