ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეძლებს თუ არა კონგრესი რუსეთთან კავშირების გამოძიებას?


ამერიკაში მძლავდრება დისკუსია იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ამერიკელი კომგრესმენები სათანადოდ გამოიძიონ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა.

“მაშფოთებს ის, რაც წავიკითხე და ვფიქრობ ეს პრეზიდენტსაც უნდა აშფოთებდეს,” განაცხადა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის მეთაურმა დევინ ნუნესმა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტს პირადად შეხვდა. ნუნესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გარდამავალი გუნდი დაზვერვის ანგარიშებში აღმოჩნდნენ. ნუნესს არ დაუზუსტებია თუ სად აღმოაჩინა მან ეს ანგარიშები, რამაც დემოკრატი სენატორების კრიტიკა გამოიწვია.

“თუ ნუნესი საკუთარ კომიტეტზე სიარულის ნაცვლად თეთრ სახლში ვიზიტებს გააგრძელებს, ჩვენ ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანას ვერ შევძლებთ,” განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა, რომლის თქმითაც, საჭიროა “დამოუკიდებელი კომისია შეიქმნას.”

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG