ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა "ჰამასის" დამფინანსებლებს, ისრაელზე თავდასხმის პასუხად სანქციები დაუწესა


პალესტინელთა დაჯგუფება „ჰამასის“ წევრების ისრაელზე თავდასხმის პასუხად, ოთხშაბათს შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გააფართოვა ფინანსური სანქციები, რომელიც ღაზის სექტორში ბაზირებული ორგანიზაციის წინააღმდეგ უკვე დაწესებული იყო.

ხაზინის დეპარტამენტის უცხოური ქონების კონტროლის ოფისის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები ცხრა პირს ეხება, რომლებიც სააგენტომ დაახასიათა, როგორც „ტერორისტულ ჯგუფ „ჰამასის“ წევრები, აგენტები და ფინანსური ხელშემწყობები“.

სანქციები ასევე ღაზაში ბაზირებულ კრიპტოვალუტის ბირჟას შეეხო. „ჰამასის“ ღაზაში ბაზირებულ რამდენიმე წევრთან ერთად, ბრძანებაში მოხსენიებული არიან პირები სუდანიდან, თურქეთიდან, ალჟირიდან და კატარიდან.

რეგიონში ზოგიერთი „ჰამასს“ ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტად მიიჩნევს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი დიდი ხანია „ჰამასს“ ტერორისტულ ჯგუფად თვლიან. 2001 წლიდან, „ჰამასი“ შეერთებული შტატების საგანგებოდ დასახელებულ გლობალური ტერორისტების სიაში ირიცხება.

სანქციებში თურქეთის და კატარის მოქალაქეების ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ქვეყანას უსაფრთხოების საკითხში შეერთებულ შტატებთან დიდი ხნის კავშირი აქვს.

სანქციების შესახებ განცხადება პრეზიდებტ ბაიდენის ისრაელში ყოფნის დროს გაკეთდა, სადაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს 7 ოქტომბრის თავდასხმის თაობაზე ხვდება.

XS
SM
MD
LG