ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოში მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს


15 წლის ჰადია პენდელტონი გასულ თვეს ჩიკაგოს პარკში გასროლით მოკლეს

ჩიკაგოს პოლიციის განცხადებით, მათ ორი ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაც ბრალი ედებათ თინეიჯერი გოგონას მკვლელობაში. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ის დებატები, რომელიც ქვეყანაში იარაღის გაკონტროლების ზომებს უკავშირდება.

15 წლის ჰადია პენდელტონი გასულ თვეს პარკში გასროლით მოკლეს, როდესაც ის და მისი მეგობრები წვიმის დროს თავისშეფარებას ცდილობდნენ. როგორც ჩიკაგოს პოლიციის უფროსმა გარი მაკარტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეჭვმიტანილებს ახალგაზრდების ჯგუფი ის ბანდა ეგონათ, რომელთა წევრებმაც ერთერთი მათგანი გასულ წელს დაჭრეს.
XS
SM
MD
LG