ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონტროლი იარაღით ვაჭრობაზე


January 16, 2013. Obama proposed a new assault weapons ban and
January 16, 2013. Obama proposed a new assault weapons ban and

პრეზიდენტი ობამა ამ პრობლემას ქვეყნის მდგომარეობის შესახებ კონგრესში თავისი ყოველწლიური გამოსვლის დროს წინა პლანზე წამოწევს

ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღით ვაჭრობაზე კონტროლის დაწესება შეერთებულ შტატებში საყოველთაო ყურადღების საგანი გახდა, მას შემდეგ რაც კონექტიკუტის შტატის დაწყებით სკოლაში საზარელი ტრაგედია დატრიალდა, რასაც პატარა ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
პრეზიდენტი ობამა ამ პრობლემას ქვეყნის მდგომარეობის შესახებ კონგრესში თავისი ყოველწლიური გამოსვლის დროს წინა პლანზე წამოწევს.
ამერიკაში, სადაც იარაღის ფლობის ტრადიცია სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღიდან იღებს სათავეს, ამ უფლების ჩამორთმევაზე მსჯელობა დაპირისპირებული მხარეების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. როგორია ამ საკითხის შესახებ რიგითი ამერიკელების პოზიცია.
როგორც ბრუს ბამგარნერი ამბობს:“ ეს ყოველივე იმით დამთავრდება, რომ კანონმორჩილი მოქალაქეებისგან იარაღს ამოიღებენ, კრიმინალები კი შეიარაღებულნი დარჩებიან.“
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულის დედა სენდი ფილიპსი არ ეთანხმება ამ თვალსაზრისს:“ სასწრაფოდ რაიმე უნდა ვიღონოთ. ვინც ფიქრობს, რომ ეს ძალადობა მას არ შეეხება მხოლოდ თავს ისულელებს.“
ამერიკელი კანონმდებლები და ლობისტები განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები იარაღის ეროვნული ასოციაციის ლობისტებთან ერთად მწვავე დებატებში არიან ჩაბმულნი.
ამ დებატების დაწყებას კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში მომხდარი სასაკალაო უსწრებდა წინ, როდესაც 20 ბავშვი დაიღუპა. უფრო ადრე კოლორადოში შეიარაღებულმა მანიაკმა კინოთეატრში 12 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამის მოთმენა აღარ შეიძლება:“ საბრძოლო იარაღი არ უნდა მოხვდეს კონოთეატრში, ამერიკელთა უმრავლესობას ამასთან დაკავშირებით ერთი აზრი აქვს.“
შეერთებულ შტატებში უზარმაზარი გავლენის მქონე იარაღის ეროვნული ასოციაციის მესვეურები არ იზიარებენ პრეზიდენტის ამ თვალსაზრისს. ამ ორაგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის უეინ ლაპიერის განცხადებით:“ იარაღზე დამატებით ახალი კანონების შემოღება, როდესაც ათასობით ამგვარი კანონი არ მოქმედებს, არაფერს მოგვცემს. დამნაშავეობას სხვაგვარად უნდა ვებრძოლოთ. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ჩვენს უფლებასთან დავიცვათ ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება.“
როგორც იარაღით მოვაჭრე ენდრიუ რაიმონდი აცხადებს, ამ სფეროში ცვლილებები გარდაუვალია:“ სადაც 20 ბავშვს მოგიკლავენ, იქ იარაღის ეროვნული ასოციაციაც კი უძლურია. აშკარაა რომ იარაღით ვაჭრობაზე კონტროლი უნდა დაწესდეს.“
როგორც ჩანს დაპირისპირებული მხარეები არაფრის დათმობას არ აპირებენ და მომავალში ამ საკითხზე კიდევ უფრო მწვავე დებატები გაიმართება ამერიკაში.
XS
SM
MD
LG