ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კონფერენცია იარაღით ვაჭრობაზე


აღნიშნულ საკითხზე ივლისში გამართული კონფერენცია წარუმატებლად დასრულდა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით იარაღით ვაჭრობის წესების დასადგენად მოლაპარაკების ხელახლა დაწყება გადაწყვიტა. საერთაშორისო კონფერენცია იარაღით გლობალური ვაჭრობის დარეგულირებაზე ივლისის თვეში წარუმატებლად დასრულდა. ასამბლეის გადაწყვეტილებით, ანალოგიური კონფერენცია მარტში გაიმართება, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებას შეეცდებიან. ივლისში გამართული მოლაპარაკების წარუმატებლობის მიზეზი შეერთებული შტატები იყო, რომელიც იარაღით ვაჭრობაზე წესების აკრძალვის დაწესების წინააღმდეგ წავიდა.
XS
SM
MD
LG