ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღით ვაჭრობის რეგულაცია


ნიუ იორკში ერთთვიანი კონფერენცია იწყება

ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი გაეროს წევრების კონვენციური იარაღით ვაჭრობის რეგულაციის ინიციატივით მიმართავენ. დღეს, ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება, რითაც იწყება დაახლოებით ერთთვიანი შეხვედრა იარაღით გლობალური ვაჭრობის წესების დადგენის მიზნით.

კონფერენციის დაწყებამდე ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ „იარაღით უკანონო ვაჭრობა კაცობრიობისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს.“ მათი თქმით, ამის შედეგად ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ზარალდება. აღნიშნულ განცხადებას შვედეთის ვაჭრობის მინისტრიც შეუერთდა, რომელმაც იარაღით ვაჭრობის სფეროში ძლიერი და შთამბეჭდავი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG