ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუქი საჯარო აქციების გამოცემას აპირებს


ფეისბუქი საჯარო აქციების გამოცემას აპირებს
ფეისბუქი საჯარო აქციების გამოცემას აპირებს

ამერიკული „გაზეთი უოლ სტრიტ ჯორნალის“ განცხადებით, ინტერნეტ სოციალური ქსელი ფეისბუქი საჯარო აქციების გამოცემას აპირებს, რაც კომპანიის საერთო ღირებულებას 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

გაზეთის ჟურნალისტს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, „რომელიც ფეისბუქში აქციების საკითხზე მუშაობს.“ აქციების გამოცემა, სავარაუდოდ, 2012 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი.

ფეისბუქის წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. კომპანია უკვე რამდენიმე ხანია დუმილს ინარჩუნებს საჯარო აქციების თემასთან დაკავშირებით.

2011 წელს ფეისბუქს 500-ზე მეტი კერძო აქციონერი ჰყავდა. ამერიკის კანონმდებლობის თანახმად ამის გამო, კომპანიას საჯარო ფინანსური ანგარიშის წარდგენა ევალება.

ფეისბუქი მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელია, რომელსაც 800 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. ფეისბუქი მარკ ზუკერბერგმა 2004 წელს ჰარვარდის სტუდენტურ საცხოვრებელში ყოფნისას შექმნა. ის ახლა 27 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია.

XS
SM
MD
LG