ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი: ამერიკის საელჩო იერუსალიმში 2019 წელს გადავა


დღეს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო იერუსალიმში 2019 წელს გაიხსნება. "მომდევნო რამდენიმე კვირაში ჩვენი ადმინისტრაცია იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩოს გადატანის გეგმის შემუშავებას შეუდგება და ის მომავალი წლის ბოლომდე გაიხსნება" - განაცხადა მაიკ პენსმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი თელ-ავივიში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს "ისტორიული განცხადებისთვის" და თქვა, რომ შეერთებული შტატების და ისრაელის ურთიერთობა "ასეთი მტკიცე არასოდეს ყოფილა".

პრეზიდენტ ტრამპის ამ ნაბიჯს პალესტინელების და არაბული ქვეყნების ლიდერებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პალესტინელთა პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს აღარ შეუძლია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG