ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში გრძელდება საარჩევნო კამპანია


ორივე კანდიდატი კამპანიას იმ შტატებში აწარმოებს, სადაც ამომრჩეველი ყველაზე მეტად გაორებულია

1 სექტემბერს, პრეზიდენტმა ობამამ და მისმა კონკურენტმა, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ, ინტენსიური საარჩევნო კამპანია გამართეს. კრიტიკის მთავრი თემა ოპონენტთა შორის ეკონომიკური გეგმა გახდა. ორივე კანდიდატი კამპანიას იმ შტატებში აწარმოებს, სადაც აშკარად არ არის გამოხატული რომელიმეს უპირატესობა. ნოემბერში სწორედ ამ შტატებში მოპოვებული ხმები გახდება გადამწყვეტი.

იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე ჩაატარა, ხოლო დემოკრატიული პარტია ემზადება ყრილობისთვის, კანდიდატების რეიტინგები თითქმის თანაბარია.
XS
SM
MD
LG