ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას მოასწავებს უმუშევრობის ახალი მაჩვენებელი


January 19: U.S. President Barack Obama (L) shakes hands with Chinese President Hu Jintao after a joint news conference in the East Room at the White House. (Reuters/Jim Young)
January 19: U.S. President Barack Obama (L) shakes hands with Chinese President Hu Jintao after a joint news conference in the East Room at the White House. (Reuters/Jim Young)

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ თეთრ სახლში პოზიტიური ეკონომიკური და პოლიტიკური ცნობა მივიდა. პირველად უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე უმუშევრობა 9 პროცენტიან ნიშნულს ჩამოცილდა და 8.6 პროცენტზე შეჩერდა. ექსპერტები თვლიან, რომ თუკი ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა, ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას სერიოზულ უპირატესობას მიანიჭებს.

პრეზიდენტმა ობამამ სასიხარულო ცნობის შესახებ ამერიკის მოსახლეობას თავად აუწყა:

„ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ყველაფერი ვიღონო იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდოს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას“.

ეკონომისტების თქმით ახალი მონაცემი ძალიან კარგი ნიშანია, მაგრამ სრულად არ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ მაჩვენებელზე დიდ გავლენას ახდენს ის, რომ ამერიკელთა დიდმა ნაწილმა სამუშაოს ძებნას უბრალოდ თავი დაანება.

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ჯონ ბეინერის, ჩათვლით ამ ფაქტის შეფასებაში ფრთხილობენ: „ნებისმიერი სამუშაო ადგილის შექმნა მისასალმებელი ამბავია, მაგრამ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მიუღებლად მაღალია“ - განაცხადა ბატონმა ბეინერმა.

პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეკონომიკა და უმუშევრობის მაჩვენებელი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ანალიტიკოსი სტიუარტ როტენბერგი თვლის, რომ თუკი ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში არ გაუმჯობესდა, ელექტორატი პრეზიდენტ ობამას მიმართ უმკაცრესი იქნება:

მან ან ეკონომიკა და უმუშევრობის სიტუაცია უნდა შეცვალოს, რაზეც ქვეყანაში ზოგადი განწყობა დიდად არის დამოკიდებული, ან კიდევ - არჩევნების ხასიათი. ანუ - არჩევნები აღარ უნდა იყოს სამუშაო ადგილების შესახებ, არამედ, მაგალითად: „ენდობით თუ არა რესპუბლიკელებს“? ამ ვარიანტშიც შეიძლება ობამას ხელახალი არჩევა მოხდეს“.

რესპუბლიკურ პარტიაში ეს კარგად იციან. ამიტომაც პარტიის ნომინაციის მოსაგებად კანდიდატები საარჩევნო კამპანიას სწორედ ეკონომიკის გარშემო აგებენ. წინასაპრეზიდენტო კანდიდატებს დღეს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი ლიდერობს:

თუკი ობამას ხელახალი არჩევა მოხდება, ის ჩათვლის რომ მისი რადიკალიზმი ეკონომიკური კრიზისის, დეფიციტის და ყველაფრის მიუხედავად, მაინც გამართლებულია. წარმოდგენაც არ შემიძლია როგორი იქნება მისი მეორე ვადა“.

გამოკითხვებით მეორე ადგილზე მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნია. მისი საარჩევნო კამპანიაც ძირითადად ობამას ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკას ეფუძნება. ბატონი რომნი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავება მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ კერძო სექტორს დაეხმაროს, ამერიკული ბიზნესი ძველებურად ააყვავოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი რეიგანივით უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად ობამას ხელმეორედ მაინც აირჩევენ. თუმცა, 1984 წელს უმუშევრობა ამერიკაში მაინც შედარებით დაბალი იყო და ის 7.2 პროცენტს შეადგენდა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტებმა ჯერალდ ფორდმა, ჯიმი კარტერმა და უფროსმა ჯორჯ ბუშმა ხელმეორე არჩევნები დიდი დოზით იმიტომ წააგეს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი მათ დროს 7.4 პროცენტს აღემატებოდა.

XS
SM
MD
LG