ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს მიმართავს


პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს მიმართავს
პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს მიმართავს

აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტიან ნიშნულს გაცდა.

პრეზიდენტი ობამა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს გაზარდონ წნეხი მათ მიერ არჩეულ კონგრესმენებზე, რათა დეკემბრის ბოლომდე საგადახადო ცვლილებების რეფორმა მიიღონ. ანალოგიური რეფორმის წყალობით, შარშან საშუალო კლასის ამერიკულ ოჯახებს დაახლოებით ათასი დოლარი დაეზოგათ.

ქვეყნის ლიდერმა დღეს გაკეთებულ საკვირაო მიმართვაში ამერიკელებს სასიხარულო ამბავი შეატყობინა: პირველად უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე, უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტიან ნიშნულს გაცდა და 8.6 პროცენტზე ჩამოვიდა. ნოემბრის თვეში ამერიკის კერძო სექტორში 120 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პრეზიდენტის განცხადებით, კონგრესისთვის მის მიერ შეთავაზებული საგადახადო რეფორმა ამ პოზიტიურ მონაცემს კიდევ უფრო გაამყარებს.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეულ მიმართვაში მეინის შტატის სენატორმა ოლიმპია სნოუვიმ კოლეგებს სახელმწიფო ბიუჯეტის შეკვეცისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით დეფიციტის შემდგომ ზრდას შეამცირებს.

XS
SM
MD
LG