ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ინდონეზიაში ჩადის


პრეზიდენტი ობამა ინდონეზიაში ჩადის
პრეზიდენტი ობამა ინდონეზიაში ჩადის

ობამა ინდონეზიას ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლაში დახმარებას შეჰპირდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზიური ტურნე ფარგლებში ინდონეზიას ეწვია. ბარაკ ობამამ ინდონეზიას ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლაში დახმარებას და ასევე შთამბეჭდავი თანამშრომლობის შექმნას შეპირდა.

როგორც ცნობილია, ინდონეზია მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსულმანური სახელმწიფოა, სადაც ბარაკ ობამამ თავისი ბავშვობის ოთხი წელი გაატარა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის კორტეჟის დასახვედრად ინდონეზიის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

ინდონეზიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ინდონეზიის გვერდით იდგება „გასაჭირშიც და ლხინშიც.“ მისი თქმით, ამერიკისა და ინდონეზიის თანამშრომლობა ყველაზე მეტად სამ ძირითად სფეროში იქნება გამოკვეთილი. ეს სფეროებია ვაჭრობა და ეკონომიკა, კლიმატის ცვლილებასთან ერთობლივი ბრძოლა და ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები.

ასევე შეერთებული შტატები იწყებს ახალ ინიცატივას, რომლის მიზანიცაა ინდოენზიის სამოქალაქო ჯგუფების მხარდაჭერა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG