ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სუსტ პოზიციაში შენარჩუნება - კოალიციის ახალი მიზანი


ერაყსა და სირიაში ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო, გადამწყვეტი დამარცხების პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ამერიკის მეთაურობით მოქმედი კოალიციის წარმომადგენლების თანახმად, ახლა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სუსტ პოზიციებში შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია. ხდება დაჯგუფების მებრძოლების შეპყრობა, მათი სამალავების განადგურება და კონტრადბანდისტული ქსელების დაშლა.

ამერიკისა და კოალიციის მიერ აქამდეც და გასულ თვეში დაფიქსირებული პოზიციაც "სრული და გადამწყვეტი გამარჯვების" მოპოვებას ისახავდა მიზნად, როგორც ერაყსა და სირიაში, ისე მსოფლიოში. ორივე ქვეყანაში - ერაყისა და სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ბოლო დროს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს მებრძოლებისა და სამალავების პოვნისა და ლიკვიდაციის თაობაზე, თუმცა, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში კოალიციის ერთ-ერთი გენერალი კენეთ მაკკენზი ამბობს, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებით, "დაბალი დონის" პრობლემა მაინც იარსებებს. ეს ლოკალური, ადგილობრივი "წარმოშობის" იქნება, მაგრამ პრობლემა, მისი აზრით, არ გაქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG