ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბირჟები


ამერიკის საფონდო ბირჟაზე ფასების სტაბილიზაცია მოხდა

მას შემდეგ რაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა ბენ ბერნანკემ განაცხადა, რომ შესაძლოა ცენტრალურმა ბანკმა შეამსუბუქოს ქვეყნის აღმავალი ეკონომიკის დახმარების ძალისხმევა, მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟებზე ვარდნა დაფიქსირდა.
ჩინეთის საწარმოო სექტორის შესუსტების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამაც თავისი წილი უარყოფითი გავლენა იქონია საფონდო ბირჟებზე. დოე ჯონსის აქციებმა 354 ერთეულით დაიკლო, რაც დაახლოებით 2,3%-ს შეადგენს, ნასდაქმა 2%-იანი კლება განიცადა.
2%-იანი კლება აღინიშნა აზიის საფონდო ბირჟებზეც. პარიზის, ფრანკფურტისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე კი აქციების ფასის 3% -იანი ვარდნა დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG