აზიის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები კლებულობს. ამის მიზეზად ექსპერტები ჩინეთში საწარმოო საქმიანობის შემცირებას და ამერიკის ეკონომიკის სუსტ წინსვლას ასახელებენ.
ევროპულ ბირჟებზე მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ხოლო ამერიკაში კი პარასკევს უოლ სტრიტმა კვირის საქმიანობა მნიშვნელოვანი დანაკარგებით დაასრულა.
იაპონიის საფონდო ბირჟაზე ნიკეის ინდექსმა 225 ერთეულით დაიკლო, ხოლო ტოპიქსის ინდექსი კი 3 პროცენტით დაეცა.
ჩინეთში წარმოების შემცირებასთან ერთად, ინვესტორებს ამერიკაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებიც აშფოთებთ. კონკრეტულად კი ის, რომ ფედერალურმა მთავრობამ შესაძლოა ეკონომიკის სტიმულირება შეამციროს, რადგან ქვეყანაში მცირედი წინსვლა დაფიქსირდა.