ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკამ იანვარში ვარდნა აჩვენა


დღეს შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ეკონომისტების ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, დასაქმების ბაზარს მხოლოდ 113 ათასი ახალი სამუშაო ადგილი დაემატა. ძირითადი სფეროები, სადაც სამუშაო ადგილები შეიქმნა, იყო მშენებლობა, წარმოება და რამდენიმე სხვა დარგი.

მთლიანად ამერიკის ეკონომიკამ ერთი მეათედით ვარდნა აჩვენა და იანვრის თვეში 6.6 პროცენტი შეადგინა. ახალი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 10.2 მილიონი უმუშევარია. 200 ათასით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სამსახურის გარეშე 27 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ. თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ კიდევ 3.6 მილიონს შეადგენს.
XS
SM
MD
LG