ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ფედერალური ბანკის პრეზიდენტი უნდა დაამტკიცოს


ჯანეტ იელენი პირველი ქალი იქნება, ვინც ამერიკის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს

ბმული
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის პროფესორი და ფედერალური ბანკის ვიცე პრეზიდენტი ჯანეტ იელენი მისი წინამორბედის - ბენ ბერნანკეს მცდელობას გააგრძელებს და შეერთებული შტატების ეკონომიკის გაძლიერებაზე იზრუნებს. ორივე მათგანი მხარს უჭერს ცენტრალური ბანკის მულტიმილიონიანი პროგრამის შეჩერებას, რაც ხელს უწყობს ფედერალურ ბანკს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, დღემდე დაბალი ინტერესი შეინარჩუნოს. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ხისტი, მაგრამ ეფექტური იქნება.

პრეზიდენტ ობამას განცახადებით, ჯანეტ იელენი ერთერთი იყო, ვინც თავის დროზე უძრავი ქონების, ფინანსური სექტორში შექმნილი პრობლემების და რისკების შესახებ განგაში ატეხა. მას ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი რეალობა და ეკონომიკა არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ესმის.

ჯანეტ იელენს არაერთხელ დაუწერია უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებზე . ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვას იგი არც მომავალში შეწყვეტს.

იელენის თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი სამსახურს ვერ შოულობს და ოჯახის გამოკვებასა და გადასახადების გადახდას ვერ ახერხებს.
შეერთებულ შტატებში ეკონომიკური რეცესიის დროს უმუშევრობამ რეკორდულ 10 პროცენტს მიაღწია. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე დაეცა, თუმცა ამერიკის ისტორიაში ეს ციფრი მაინც რეკორდულია.

ეკონომისტებს ღრმად სწამთ, რომ ჯანეტ იელენი ბენ ბერნანკეს პოლიტიკას გააგრძელებს. იგი შეეცდება ბანკში ხანმოკლე ვადით დაბალი ინტერესი შეინარჩუნოს და შემდეგ ეკონომიკური რეცესიის დროს დაწესებულ მასტიმულირებელ ზომებს შეკვეცავს.

ამერიკის ცენტრალური ბანკი უსაფრთხოების მიზნით ყოველთვიურად 85 მილიარდ ფასიან ქაღალდს ყიდულობს, რათა ბანკში მეტი ფული შევიდეს და ბიზნესის მწარმოებლებს და კერძო პირებს სესხის აღება გაუიოლდეთ. თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მასტიმულირებელი პროცესი მალე უნდა დასრულდეს, რათა ინფლაცია თავიდან იქნას აცილებული და ეკონომიკა არა დაზარალდეს.

თავდაპირველად ჯანეტ იელენი სან ფრანცისკოს ფედერალურ ბანკს ხელმძღვანელობდა. 1997 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა იგი ეკონომიკის დარგში მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა. 67 წლის იელენი წლების განმავლობაში კალიფორნიის შტატის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორია.

სენატის დამტკიცების შემდეგ ჯანეტ იელენი პირველი ქალი იქნება, ვინც ამერიკის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG