ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკა უმჯობესდება


მძიმე ზამთრის შემდეგ ამერიკის ეკონომიკა პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. ბოლო მონაცემებით შეერთებული შტატების ეკონომიკა აპრილიდან ივნისამდე 2.3 პროცენტით გაიზარდა.

შეერთებული შტატების ეკონომიკა აპრილიდან ივნისამდე პერიოდში 2.3 პროცენტით დაწინაურდა. მძიმე ზამთრის შემდეგ ამერიკის ეკონომიკა ზრდის პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს.

ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა როგორც ექსპორტის წილი, ასევე მომხმარებელთა მიერ გაწეული დანახარჯები. ეს უკანასკნელი ამერიკის ეკონომიკის უმეტეს, 70 პროცენტს მოიცავს. პირველ კვარტალში მომხმარებელთა ხარჯვა 1.8 პროცენტით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი - 2.9 პროცენტით. ანალიტიკოსები მომავალშიც გაუმჯობესების პროგნოზებს აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდამ შესაძლოა 3 პროცენტი შეადგინოს.

XS
SM
MD
LG