ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: რუსეთმა უკრაინას 480 რაკეტა ესროლა


პენტაგონის მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ხუთშაბათის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის საზღვარზე მზადყოფნაში მყოფი ჯარების 90 პროცენტი უკვე გადაიყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ქვეყნის „ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში ადგილი ჰქონდა მძიმე დაბომბვებს... მათ შორის კიევში, ჩერნიჰივსა და ხარკოვში“, - თქვა მან „ამერიკის ხმის“ ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტთან, ჯეფ სელდინთან საუბარში. თუმცა, რუსული შენაერთები ქვეყნის ჩრდილოეთში კვლავ „ძირითადად შეკავებული“ არიან.

შეერთებული შტატები არ ადასტურებს, რომ ხერსონი რუსეთმა დაიკავა. თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დრომდე უკრაინა ახერხებს მარიუპოლში რუსების შეკავებას, მიუხედავად რუსების მცდელობისა, ქალაქი ალყაში მოაქციონ.

„ჩვენი შეფასებით, უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა დაუზიანებელია და რჩება ეფექტური“ - თქვა თავდაცვის ოფიციალურმა პირმა. პენტაგონს თქმით, უკრაინა განაგრძობს მისი საჰაერო გამანადგურებლების გადაფრენას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე გამოწვევის წინაშეა.

ამერიკული მხარე აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინას 480 რაკეტა ესროლა. ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს, გამოიყენა თუ არა რუსეთმა კლასტერული თუ თერმული ბომბები.

XS
SM
MD
LG