ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა, აცხადებს გაერო


უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში, 3 მარტი 2022წ.
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში, 3 მარტი 2022წ.

დევნილების ნაკადი უკრაინიდან თანდათან იზრდება. გაეროს მონაცემებით, ქვეყანა უკვე მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. ისინი უკრაინას ძირითადად პოლონეთის საზღვრის გავლით ტოვებენ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ძალები კიევისკენ მიიწევენ და სხვა უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ფიქრობს, რომ ამ მოვლენებმა ევროპის კონტინენტზე საუკუნის უდიდეს დევნილთა კრიზისს მისცა ბიძგი. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მსხვილმასშტაბიანი თავდასხმაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე სახელმწიფოზე განხორციელდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, უკრაინელების ნაწილი პოლონეთიდან უკვე გადავიდა ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებში. ძირითადად ესენია: სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთის ჩრდილოეთი.

პოლონეთის საზღვართან ახლა მოხალისეების მობილიზაციაა გამოცხადებული. ისინი პოლონეთში უმეტესად ევროპის ცენტრალური ნაწილიდან ჩავიდნენ და ცდილობენ მოზღვავებულ დევნილებს საკვები და პირველადი მოხმარების საგნები ორგანიზებულად გადაუნაწილონ.

მარტო ოთხშაბათს, უკრაინიდან პოლონეთში 100 000-მდე დევნილი გადავიდა. ვარშავა აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეისთვის 600 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG