ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-კუბის ურთიერთობაში დაძაბულობა იკვეთება


პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ვაშინგტონში მდებარე კუბის საელჩოდან 15 დიპლომატი გააძევა. ორ ქვეყანას შორის ბოლო კვირის მანძილზე გართულებულ ურთიერთობაში ესკალაცია რამდენიმე დღის წინ, ჰავანაში ამერიკული დიპლომატიური პერსონალის შეკვეცას მოჰყვა.

დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა კუბის ელჩს აღნიშნული გადაწყვეტილება დილით, 9 საათზე ტელეფონით აუწყა. დიპლომატებმა შეერთებული შტატები 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ამერიკელ დიპლომატებს შორის გაურკვეველი დაავადების გავრცელების შემდეგ, რომლის დეტალები არ ზუსტდება, ვაშინგტონმა ჰავანაში მდებარე საელჩოში მხოლოდ 27 ადამიანისგან შემდგარი მისიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, კუბის მთავრობამ მათ დასაბრუნებლად ვაშინგტონს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს და აღუთქვას, რომ მსგავსი იერიშები აღარ განმეორდება.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები კუბის საელჩოს პერსონალის მნიშვნელოვან შეკვეცას მოითხოვს. "ასოშეითიდ პრესის" ინფორმაციით, ამერიკა კუბას დიპლომატიური პერსონალის 60 პროცენტით შემცირებას მოსთხოვს. "მაიამი ჰერალდი" და "როიტერი" კი წერენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია წარმომადგენლობის კიდევ უფრო მეტით, ორი მესამედით შეკვეცას მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG