ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან - ტრამპის ახალი პოლიტიკა კუბის მიმართ


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, განცხადება გააკეთა, რომ მისი ადმინისტრაცია ცვლის წინა ადმინისტრაციის შეთანხმებას კუბასთან. ობამას ადმინისტრაციის დიპლომატიურმა დაახლოებამ ჰავანასთან ვაშინგტონის მიერ კუნძულის ნახევარსაუკუნოვანი იზოლაცია დაასრულა. ტრამპის ინიციატივა „ახალ რეგულაციებს ქმნის, რომლებიც ძალაში შესვლის შემდეგ გახდება ქმედითი“, -განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენლმა ჟურნალისტებს.

„მე ვაუქმებ წინა ადმინისტრაციის ცალმხრივ შენახმებას კუბასთან. წინა ადმინისტრაციის მიერ მოგზაურობის და ვაჭრობის შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხმარება კუბელ ხალხს. ის მხოლოდ რეჟიმს ამდიდრებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრამპის ახალი პოლიტიკა ამერიკელებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას ითვალისწინებს და იმ კომპანიებთან ბიზნესის წარმოებას კრძალავს, რომლებიც კავშირში არიან კუბის სამხედრო თუ სადაზვერვო სამსახურებთან, მათ შორის ჰავანის სამხედრო კონგლომერატთან „GAESA”-თან, რომელიც კუნძულის ეკონომიკის ნახევარზე მეტს აკონტროლებს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს კუბასთან შეთანხმების დადებას, მანამ ვიდრე რაულ კასტროს რეჟიმი არ შეწყვეტს პოლიტიკური ოპოზიციის და ფუნდამენტური თავისუფლებების რეპრესიას.

“მე ვეუბნები კუბის მთავრობას, დაასრულეთ დისიდენტების დევნა, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, გახდით უფრო ღია პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დააბრუნეთ ისინი, ვინც ჩვენს სასამართლოს გაექცნენ, მათ შორის პოლიციელის მკვლელი ჯოან ჩესიმარდი“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივის მიზანი, „ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ქმედებების ცვლილებაა, რომლებიც კუბის სამხედრო და სადაზვერვო სექტორს ამდიდრებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა.

ცვლილებების შესაძლებლობა?

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ეს პოლიტიკა „განაპირობებს კუბის მთავრობის ქმედებებს გაატაროს ის ცვლილებები, რომლებიც მათ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ კოსმეტიკურად გაატარეს და რითაც კუბელმა ხალხმა სარგებელი ვერ მიიღო.“

ტრამპმა პოლიტიკის ცლილების შესახებ ფლორიდელ სენატორთან, მარკო რუბიოსთან ერთად განაცხადა. ამერიკის ეთნიკურად კუბელი მოსახლეობა სწორედ მაიამიში არის თავმოყრილი.

მიღებული ცვლილებები ამერიკიდან კუბაში ფულის და ფინანსების მოძრაობას შეზღუდავს. იქნება გავლენა მოგზაურობაზეც.

ბრეტ ბრუენი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის პირობებში გლობალურ ჩართულობას ხელმძღვანელობდა და კუბის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო, ამბობს, რომ პოლიტიკის ეს ცვლილება, ურთიერთობებს არა მხოლოდ კუბასთან, არამედ მთელს ლათინურ ამერიკასთან გაართულებს.

„ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა, ართულებდა მჭიდრო კაშირების დამყარებას ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. პრეზიდენტ ობამას ლიდერობის პირობებში, ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების გადალახვა და უფრო აქტიურად თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბრაზილია, ნიკარაგუა და ჰონდურასი“, - ამბობს ბრუენი. „ბარიკადების და ბლოკადების დროში დაბრუნება ამერიკის საგარეო პოლიტიკას ავნებს, ეს ავნებს ამერიკულ კომპანიებს”, - აცხადებს ის.

ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებისთვის ამ თემაზე ბრიფინგი ჩაატარა. მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილი კუბის მიმართ უცვლელი დარჩება.

რა არ იცვლება

ახალი რეგულაციები არ შეეხება იმ „ბიზნესებს, რომლებსაც უკვე აქვთ საქმიანობა“ კუნძულზე, რაც ითვალისწინებს იმ ამერიკელების ინტერესებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიციები კუბაში. რეგულაციები ასევე არ შეეხება „ამერიკელების მიერ ისეთი პოპულარული პროდუქტების შემოტანას, როგორიცაა რომი და სიგარა“, - ამბობს თეთრი სახლი.

ვაშინგტონში, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპი ასრულებს თავის საარჩევნო კამპანიის დაპირებას, რომლებიც ჰავანის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით სიტუაციის გაუარესების გამო, კუბაზე ზეწოლის გაზრდას გულისხმობს.

თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში ერთიანი პოლიტიკის არქონის გამო. ტრამპის ადმინისტრაციის წევრმა უარყო ეს ბრალდება. მისი თქმით კუბის მიმართ მსგავსი პოლიტიკა განპირობებულია იმით, რომ ჰავანა ამ ჰემისფეროში „რეპრესიული რეჟიმია.“

თუმცა, მარგარიტა ხიმენესი „ვაშინგტონის ლათინურ-ამერიკული ოფისიდან“ ამბობს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ორი აზრი იმაზე, რომ კუბამ მეტი უნდა გააკეთოს და მისცეს მის მოქალაქეებს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, წარუმატებელი პოლიტიკის შემობრუნება პროგრესს შეაჩერებს და კუნძულზე კუბელების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს.“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოფილ ესპანურ კოლონიას ემბარგო 1960 წელს დაუწესა..ეს იყო ორი წლის შემდეგ, რაც კომუნისტმა რევოლუციონერმა ფიდელ კასტრომ დიქტატორი ფულხენსიო ბატისტა ჩამოაგდო.

მიუხედავად ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებისა, კასტროს რეჟიმმა მოახერხა ათწლეულების მანძილზე ხელისუფლების შენარჩუნება.

პრეზიდენტმა ობამამ ჰავანასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. ობამას ადმინისტრაციის „დათბობის“ პოლიტიკის ეს ნაწილი არ შეიცვლება - ტრამპი შეინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ახალი ადმინისტრაცია ასევე არ აპირებს ე.წ. "სველი ფეხი, მშრალი ფეხის“ პოლიტიკის შენარჩუნებას, (რომლის მიხედვითაც კუბელები, რომლებიც ამერიკაში ჩააღწევედნენ არ საჭიროებდნენ ვიზას) რომელიც წინა ადმინისტრაციამ 20 წლის პრაქტიკის შემდეგ 2017 წლის იანვარში, გააუქმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG