ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სამომხმარებლო ფასები მცირედით გაიზარდა


შეერთებულ შტატებში ინფლაცია ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. წელს ივლისში ფასები 2.9 % ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასულ წელს, ამავე დროს.

პარასკევს შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მომხმარებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ამერიკაში მცხოვრებთა მიერ გაწეული ხარჯების ფართო სპექტრს ასახავს. ეს ხარჯები წინა თვესთან შედარებით ივლისში 0.2 % -ით გაიზარდა.

ინფლაციის მაჩვენებელი ძირითადად საცხოვრებელზე გაწეული ხარჯებით გაიზარდა, საკვებ პროდუქტზე ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა ამავე დროს ენერგიაზე, ჯანდაცვასა და ტანსაცმელზე ფასები ასევე უმნიშვნელოდ დაეცა. ამერიკის ცენტრალური ბანკი ცდილობს შესაბამისი ღონისძიებებით შეამციროს ინფლაციის ზრდის ტემპი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG