ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ვაჭრობის მდივანს რუსულ ბიზნესში წილი აღმოაჩნდა


ახლახან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივან ვილბურ როსს, მნიშვნელოვანი ბიზნეს ინტერესები აქვს რუსეთში, კომერციული გადაზიდვების კომპანიაში, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სიძესთან და ერთ-ერთ ოლიგარქთან არის დაკავშირებული, რომელზეც ამერიკული სანქციები ვრცელდება.

როსი 79 წლის მილიარდერია, რომელსაც მთავრობის ეთიკის კომისიისადმი წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ორიდან ათ მილიონამდე დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული გადამზიდავ კომპანიაში „ნავიგეითერ ჰოლდინგს.“

სენატის მიერ თანამდებობაზე დამტკიცების დროს, მან რუსული ბიზნეს კავშირი არ გაამხილა, მაგრამ ეს ინფორმაცია მაშინ გასაჯაროვდა, როცა ბერმუდის ოფშორში არსებული იურიდიული ფირმის შიდა დოკუმენტაცია, ე.წ. „პარადაიზ დოკუმენტები“ გამჟღავნდა.

გაჟონილი 7 მილიონი დოკუმენტით ფარდა აეხადა მდიდარი ელიტის გლობალურ ფინანსურ ოპერაციებს, რომლითაც ისინი მილიარდობით დოლარის ოდენობის გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG