ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სადაზვერვო სამსახურებს შეეხება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, კრემლის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის, ამერიკელ დიპლომატებზე მოსკოვში ძალადობისა და ჰაკერული თავდასხმებისთვის. ამასთან, ამერიკა 35 რუსს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან და მერილენდისა და ნიუ იორკის შტატებში რუსეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფ ორ სადაზვერვო დაწესებულებას ხურავს.

სანქციებს რაც შეეხება, ის უწესდება ორ სადაზვერვო სამსახურს, დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, სამმართველოს ოთხ ოფიცერს და სამ კომპანიას, რომლებიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ეხმარებოდა.

სანქციები დაუწესდათ ევგენი ბოგაჩევს და ალექსეი ბელანს, რომლებიც, სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ამერიკული ბანკების და კომპანიების წინააღმდეგ კიბერ-ქურდობაში მონაწილეობდნენ.

ობამას თქმით, „ეს საჭირო და შესაბამისი პასუხია ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედების აღმოსაფხვრელად, რომელიც სცდება საერთაშორისოდ მიღებულ ქცევის ნორმებს.“

დიპლომატების ამერიკიდან, ასეთი რაოდენობით გაძევება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

XS
SM
MD
LG