ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკება გრძელდება


ანალიტიკოსები შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროგნოზს აკეთებენ. ვაშინგტონში დანიშნულ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდამდე, უმაღლეს ოფიციალურ წარმომადგენლობებში, ორივე მხარემ გამოთქვა დათმობებზე წასვლის სურვილი.

ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში სუი ტიანკაიმ მიანიშნა, რომ პეკინი მზად არის განიხილოს პრობლემების მთელი სპექტრი, დეფიციტიდან დაწყებული, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დამთავრებული.

უახლოეს მომავალში გაირკვევა, საკმარისი იქნება თუ არა ეს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG