ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი კიბერდანაშაულს უარყოფს


ვაშინგტონი 5 ჩინელ სამხედრო ოფიცერს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ჯაშუშობაში დებს ბრალს

ჩინეთმა შეერთებული შტატების ელჩი შეხვედრაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც ვაშინგტონმა 5 ჩინელ სამხედრო ოფიცერს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ჯაშუშობაში დასდო ბრალი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას მნიშვნელოვნად აზარალებს.

ჩინეთი უარყოფს ამერიკული ბიზნესების მიმართ უცხო ქვეყნების მხრიდან ჩადენილი კიბერდანაშაულის პირველ გახმაურებულ ფაქტს. საუბარია ბირთვულ ტექნოლოგიებზე, მზის ენერგიაზე და მეტალურგიულ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებზე. შეერთებული შტატების მთავარი პროკურორის, ერიკ ჰოლდერის განცხადებით, ვაშინგტონი „კატეგორიულად გმობს“ სამხედრო შპიონაჟის ფაქტს, რომლის საშუალებითაც ჩინურ კომპანიებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოებს „მნიშვნელოვანი“ ინფორმაცია მიეწოდა.
XS
SM
MD
LG