ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ჩინეთის პრეზიდენტს მასპინძლობს


განსახილველ თემებს შორის ორი ქვეყნის ურთიერთობაა ბოლო დროს კიბერშეტევების განხორციელების ფონზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს კალიფორნიაში მასპინძლობს. ეს ორი პრეზიდენტის პირველი შეხვედრაა, მას შემდეგ რაც სი ძინპინი ჩინეთის ლიდერი გახდა. განსახილველ თემებს შორის ორი ქვეყნის ურთიერთობაა ბოლო დროს კიბერშეტევების განხორციელების ფონზე, ასევე ჩრდილოეთ კორეის და მისი სარაკეტო გამოცდების საკითხი. ობამას და სი ძინპინის შეხვედრა ლოს ანჯელესტან ახლოს მდებარე სანილენდში დაიწყო. პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა იმედი, რომ შეერთებულ შტატებს და ჩინეთს სხვადასხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG