ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უკრაინელ „რუს აგენტს“ ბრალი წაუყენეს


ანდრიი დერკაჩს, უკრაინის პარლამენტის ყოფილ წევრს, ბიზნესმენს, პოლიტიკოსს და „რუს აგენტს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ფულის გათეთრების შესახებ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ საქმე ეხება, თითქმის ათი წლის წინ, ბევერლი ჰილზში მის მიერ შეძენილ ქონებებს.

დერკაჩს ამერიკაში შვიდზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული, მის წინააღმდეგ დაწესებულია სანქციებიც, რადგან არსებობდა მტკიცებულებები, რომ ის ჩაერია ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესახებ დეზნინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი.

55 წლის დერკაჩი, სავარაუდოდ, იყო "აქტიური რუსული აგენტი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან" და "აწარმოებდა ფარული გავლენის კამპანიას" 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შერყევის მიზნით"-, განაცხადა ფინანსთა დეპარტამენტმა 2020 წლის სექტემბერში უკრაინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებისას.

დერკაჩს, რომელსაც როგორც ამერიკის ასევე საერთაშორისო კანონების დარღვევაში ედავებიან, 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG